მაქსი ლოპესი: იკარდიმ მეუღლე წამართვა, თუმცა ვაპატიე

AutoSharing Option
მაურო იკარდიმ თავისი ყოფილი მეგობრის, მაქსი ლოპესის მეუღლე ვანდა ნარა მოიყვანა ცოლად და კარგა ხანი ერთმანეთს ვერ იტანდნენ, თუმცა, გაგიკვირდებათ და, ახლა ლოპესმა თქვა, რომ ძველ დოსტთან პრობლემა აღარა აქვს.

"დიახ, ჩემმა ურთიერთობამ წარუმატებლობა განიცადა, მაგრამ მამა ვარ, ეს კი ჩემთვის მთავარია. მინდა, ვიყო ბედნიერი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე.

ვაპატიე მაუროს და მასთან პრობლემა აღარ მაქვს. ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანაა, ბავშვებს ბედნიერება მოვუტანო. დანარჩენი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის", - ციტირებს მაქსის Club 947.

ამჟამად ლოპესი სერია B-ს "კროტონეში" თამაშობს, იკარდი
კი - პსჟ-ში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული