არგენტინული სუპერკლასიკო "ბოკამ" მოიგო, თუმცა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 ოქტომბრის დილით, როცა სპორტის გულშემატკივართა უმრავლესობას ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ ეძინა, ხოლო კალათბურთის ფანები NBA-ს ახალი სეზონის დაწყებას ელოდნენ, არგენტინაში სუპერკლასიკო გაიმართა.

"ბოკა ხუნიორსმა" ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში "რივერ პლეიტი" დაამარცხა, თუმცა ფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

2 ოქტომბერს "ესტადიო მონუმენტალზე" გამართული ლიბერტადორესის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა "რივერ პლეიტმა" 2:0 მოიგო. საპასუხო შეხვედრაში "ლა ბომბონერაზე" "ბოკამ" მეტოქე 1:0 დაამარცხა ვენესუელელი ჰურტადოს მიერ მე-80 წუთზე გატანილი გოლით. რაც უნდა გასაკვირი იყოს, შეხვედრამ წითელი ბარათის გარეშე ჩაიარა და შეხვედრის ბრაზილიელმა
მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს მხოლოდ 8 ყვითელი ბარათი უჩვენა.

საერთო ჯამში, "რივერ პლეიტი" ზედიზედ მეორედ გავიდა კოპა ლიბერტადორესის ფინალში და ტიტულის დასაცავად "გრემიოსა" და "ფლამენგოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

alt"რივერმა" 9-კაციან "ბოკას" დამატებით დროში სძლია და ლიბერტადორესის თასი მოიგო [VIDEO]

altკოპა ლიბერტადორესის მატჩზე გუნდები ფანების სიმღერის ფონზე ჩხუბობდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული