"ოლიმპიაკოსის" ფანებმა "ბაიერნის" ქომაგებს პირდაპირ მატჩის დროს სცემეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ოლიმპიაკოსისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ინციდენტი მოხდა.

ადგილობრივი ფანები პირდაპირ შეხვედრის დროს გერმანული კლუბის ქომაგებს დაესხნენ თავს.

მიუნხენელები 4:0-ს იგებდნენ და 84-ე წუთზე ადგილობრივმა "ულტრასებმა" ვეღარ მოითმინეს. მოედანზე 70 ხულიგანი შეცვივდა, გერმანელი ფანების ტრიბუნებისკენ გაემართა და თავს დაესხა.

შედეგად, 4-მა გერმანელმა ფანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

მატჩის შემდეგ "ოლიმპიაკოსმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ფანების საქციელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი გულშემატკივრების ადგილი კლუბის ოჯახში არ არის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც არ უნდა იხულიგნონ ბერძენმა ფანებმა, მათ კლუბებს სერიოზული წარმატების იმედი ტყუილად აქვთ. ამიტომ მეტი გზა არ დარჩენია. მითუმეტეს ბაიერნთან მეორე თამაშიდანაც მოუწევთ კუდამოძუებული დაბრუნება
: )))))))
11:57 24-10-2019
0

სიახლეები პოპულარული