მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩინეთში გაიმართება

AutoSharing Option
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით 2021 წელს ჩინეთში გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შანხაიში გამართულ ფიფას სხდომაზე ერთხმად მიიღეს, - იტყობინება ფიფას ვებგვერდი.

ახალი ფორმატის ტურნირში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ევროპიდან 8 გუნდი იქნება წარმოდგენილი. ესენი იქნებიან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ბოლო 4 წლის გამარჯვებულები. თუ რომელიმე გუნდს ბოლო 4 წელში ორჯერ ან მეტჯერ აქვს მოგებული, ადგილს საკლუბო ჩემპიონატზე რეიტინგით მომდევნო კლუბი მიიღებს.

გამომდინარე აქედან, ევროპული გუნდებიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლა უკვე გაინაღდეს "ლივერპულმა" და "ჩელსიმ", რომლებმაც გასული სეზონის ევროთასები მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული