იბრაჰიმოვიჩი ამერიკელ ჟურნალისტებს: მე თუ წავალ, თქვენი MLS ყველას დაავიწყდება

AutoSharing Option
MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "ლოს ანჟელესთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ლოს ანჟელეს გალაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"არ ვიცი, რა იქნება მომავალში. თუ დავრჩები, ეს MLS-სთვის კარგი იქნება, რადგან მთელი სამყარო გააგრძელებს ამ ლიგისთვის თვალის მიდევნებას. თუ წავალ, არავის არ გაახსენდება, რა არის თქვენი MLS", - განაცხადა "თავმდაბალმა" შვედმა.

ზლატანმა MLS-ის წლევანდელ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. მისი გადაბირებით "ნაპოლი" არის დაინტერესებული და უარზე არც თავად შვედი ფორვარდია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას გონია მართლა რამე უთამაშია,ერთი ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული თავდამსხმელი იყო.ლარსონზე დაბალი დონის.დაახლოებით კლუივერტის დონის.
gocha
16:07 26-10-2019
8
ამ კაცს იმხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, რომ გეგონება მსოფლიოს N1 ფეხბურთელი იყოს.არადა რაც არის ისეთ ჩემპიონატში თამაშობს.
რუსლანი
15:58 25-10-2019
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული