ნიდერლანდების ჩემპიონატზე "აიაქსთან" 0:4 დამარცხების შემდეგ "ფეიენოორდის" გულშემატკივრები გუნდის ავტობუსს დაესხნენ თავს და მწვრთნელი იაპ სტამი გადადგა.
"მე დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და კლუბისთვის, გუნდისთვის და ჩემთვისაც უკეთესი იქნება, თუ გადავდგები", - განაცხადა სტამმა.
სტამმა "ფეიენოორდი" 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა და როტერდამული გუნდი 11 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზეა.