"ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ უკანასკნელ 5 წელში საჯარიმო დარტყმებიდან 20 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ტოპ-5 ლიგის ყველა კლუბს უსწრებს.
ევროპის ტოპ 5 ლიგიდან (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) ყველაზე მეტი გოლი ჯარიმიდან "იუვენტუსმა" გაიტანა - 15, "რომამ" - 13, პსჟ-მა - 13, "ლიონმა" - 13 და "ბოლონიამ" - 12.
მესიმ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 8 მატჩში მიიღო. არგენტინელის ანგარიშზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გახლავთ.
მომზადებულია twitter.com/2010MisterChip-ის მიხედვით