დომაგოი ვიდამ ღორების ფერმა გახსნა

AutoSharing Option
"ბეშიქთაშის" ხორვატმა მცველმა დომაგოი ვიდამ შეთავსებით სოფლის მეურნეობაში დასაქმება გადაწყვიტა და ღორების ფერმა გახსნა.

24sata.hr-ის ცნობით, ვიდას ეს იდეა 6 წლის წინ, კიევის "დინამოში" თამაშისას დაებადა და მეგობრებთან ერთად კომპანია Sin ravnice-ი შექმნა, რომელიც შავი ღორების მოშენებით, აგრეთვე, ხორცის პროდუქტების წარმოებითა და რეალიზაციითაა დაკავებული.

ამას გარდა, ვიდა ხილ-ბოსტნეულის ბიზნესითაცაა დაკავებული - კომპანია Marinada doo-ს მეწილეა.

სტამბოლურ გუნდში ვიდას წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევროა და გამოცემის მტკიცებით, მალე მისი შემოსავალი ბიზნესიდან უფრო მეტი იქნება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული