ფედერაციამ სომხეთის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი "გადააგდო"

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებმა ბოლო ორი მატჩი წააგო, ევროპირველობაზე გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა და მისი მწვრთნელი არმენ გიულბუდაგიანცი 18 ოქტომბერს გადადგა. ფედერაციამ მისი შემცვლელის მოძიება დაიწყო და თითქოს მოიძია კიდეც - "ტამბოვის" ყოფილი თავკაცი ალეკსანდრ გრიგორიანი.

ეს ამბავი გუშინ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს და გრიგორიანის დღეს დანიშვნის შესახებაც გვაუწყეს, მაგრამ...

მაგრამ ერთობ უცნაური რამ მოხდა. კერძოდ, გრიგორიანი დანიშნულ დროს ოფისში კონტრაქტის საზეიმო ვითარებაში გასაფორმებლად მივიდა, სადაც უთხრეს, რომ გადაიფიქრეს და ეროვნულ გუნდს სხვა მწვრთნელს ჩააბარებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი დარდი
0

სიახლეები პოპულარული