ჟოზე მოურინიო: ჩემთვის თამაშის მთავარი არსი ეს გახლავთ...

AutoSharing Option
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც 1 წელზე მეტია უკლუბოდაა, ესპანურ გამოცემა AS-თან საუბარში ბურთის ფლობის საკითხზე ისაუბრა.

"ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის გუნდი, რომელიც ფლობს ბურთს, მოედანზეც დომინირებს. თუმცა, გააჩნია, რა მხრიდან შევხედავთ. გუნდს თამაშის კონტროლი ბურთის ფლობის გარეშეც შეუძლია.

ვფიქრობ, რომ ზოგ-ზოგიერთი მწვრთნელისათვის ბურთის ფლობა მხოლოდ პიარი და იმიჯია. ფეხბურთში ის იგებს, ვისაც მეტი გოლი გააქვს. ჩემთვის თამაშის მთავარი არსი ეს არის", - თქვა პორტუგალიელმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული