ხოსეპ გვარდიოლა: იტალიის ნაკრების მწვრთნელობა? რატომაც არა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა ხოსეპ გვარდიოლამ Sky Italia-სთან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე.

"იტალიის ნაკრების გაწვრთნა? რატომაც არა. ძალიან მომწონდა იტალიაში ყოფნა ფეხბურთელის რანგში, როცა "ბრეშიას" ლეგენდარული კარლო მაცონე წვრთნიდა. კარგი დრო იყო. ძალიან მიყვარს იტალია, თუმცა ახლა თავს ინგლისში შესანიშნავად ვგრძნობ, აქ შესანიშნავი ჩემპიონატია.

თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არც ისე ბებერი ვარ. ზაფხულში მთავაზობდნენ თუ არა "იუვენტუსის" გაწვრთნას? არა, ეს ტყუილია. ჟურნალისტებმა უკეთ უნდა შეასრულონ საკუთარი სამუშაო", - აღნიშნა გვარდიოლამ.

ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთან"
კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. კლუბთან ერთად ესპანელმა 7 ტიტული მოიგო და ზედიზედ 2-ჯერ დასახელდა პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად.