"ზალცბურგმა" ერლინგ ჰოლანდი 90 მლნ ევროდ შეაფა - მისით 20-მდე კლუბია დაინტერესებული

AutoSharing Option
"ზალცბურგის" ფეხბურთელით ერლინგ ჰოლანდით ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესდა.

ტურინული კლუბის წარმომადგენლები 19 წლის ნორვეგიელის შესაძლო ტრანსფერს მის აგენტთან მინო რაილასთან განიხილავდნენ, რომელიც ამავე თემაზე "ნაპოლისაც" ეკონტაქტებოდა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ავსტრიელები ჰოლანდს 90 მლნ ევროდ აფასებენ.

ჰოლანდმა ჩEმპიონთა ლიგის 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირვე ადგილს ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელ მისლავ ორშიჩთან იყოფს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰოლანდის თამაშს 20-მდე კლუბი აკვირდებოდა, მათ შორის იყვნენ "ბარსელონა", ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "არსენალი" და მადრიდის "ატლეტიკო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული