მოსკოვის "სპარტაკს" აშშ-ში არ შეუშვებენ

AutoSharing Option
"სპარტაკს" 15-18 იანვარს, აშშ-ში, ფლორიდის თასზე მონაწილეობა ჰქონდა დაგეგმილი, სადაც ბრაზილიის "კორინთიანსსა" და "პალმეირასს", აგრეთვე, კოლუმბიის "ატლეტიკო ნასიონალს" უნდა შეხვედროდა, მაგრამ ვიზებზე პრობლემა შეუქმნეს და ვერ გაემგზავრებიან. ამაზე კომენტარი კლუბის მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა გააკეთა.

"იმედგაცრუებულნი სულაც არა ვართ. ეს "სპარტაკთან" არანაირად არ არის დაკავშირებული - რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის სისტემის ბრალია. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ვითარების მძევლები ვართ", - ციტირებს ფედუნს "კომსომოლსკაია პრავდა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენც უნდა გამოვუშვათ კამსამოლსკაია პრავდა...ან კომკავშირული სიმართლე ხომ არ აჯობებს? ეროვნულ ენაზე ჯობია!
გადავარქვათ სენაკს სახელი და ცხაკაია დავარქვათ, ხოლო მარტვილს გეგეჭკორი.
სადმე იქნებ ლელინი და ძერჟინსკიც ჩავსვათ.
არც ორჯონიკიძეზე ვიტყვით ალბათ უარს (სერგო მაინც დავარქვათ რომელიმე პატარა დაბას).
ა, რას იტყვით?
ვილენი (ვ.ი.ლენინი)
17:53 12-11-2019
2
ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა "დემოკრატიის შუქურისგან" რუსეთის მოქალაქეეებზე - ჩოგბურთელი სვეტლანა კუზნეცოვაც პუტინთან დაახლოვენული ბიზნესმენია რომ მთელი ექვსი თვე ვიზას არ აძლევდნენ და გამოატოვებინეს ამერიკული ტურნირები? - იგივეს თქმა შეიძლება მედვედევის მშობლებზე რომლებსაც ლონდონმა თავისი შვილის მატჩზე დასასწრებად ვიზა არ მისცა - ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ თუ საჭიროა საკუთარი მიზნების და ინტერესებესთვის ყველა კვეთავს წითელ ხაზებს და დემოკრატიული პრინციპები ფარსია - ეს ემსახურება იმას რომ რუსეთის მოქალაქეები ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ მაგრამ ვშიშობ რომ კარგად არ იცნობენ რუსებს
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული