ვილიანი: მესი საუკეთესოა - ფიქრისთვის დრო არ უნდა მივცეთ

AutoSharing Option
არგენტინასთან მატჩის წინ ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა ვილიანმა ლეო მესიზე ისაუბრა.

"ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ. საჭიროა, სათამაშო სივრცე შევუზღუდოთ. თუმცა არავითარ პერსონალურ მეურვეს არ მივუჩენთ, უბრალოდ ზონებს შორის სივრცის ჩაკეტვაა აუცილებელი. მთავარია, ფიქრისთვის დრო არ მივცეთ.

ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ ჩვენ არგენტინას აქამდე შევხვდით და ეს მატჩი წინასგან არაფრით განსხვავებული არ იქნება", - განუცხადა ვილიანმა კატალონიურ "სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული