რიკარდო მონტოლივომ კარიერა დაასრულა: ეს "მილანმა" მაიძულა

AutoSharing Option
"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"თამაში დავასრულე. ოჯახთან ერთად მილანში ცხოვრებას გავაგრძელებ. არ ვიცი, რას გავაკეთებ, ამაზე უნდა ვიფიქრო.

შეიძლება ითქვას, "მილანმა" მაიძულა, დამესრულებინა. 7-წლიანი თამაშის შემდეგ გულშემატკივრებთან დამშვიდობების შანსიც კი არ მომცეს.

2017/18 წლების სეზონში, იანვარში, პრაქტიკულად თამაში შევწყვიტე, თუმცა არა ფიზიკური პრობლემების ან საკუთარი გადაწყვეტილების გამო. მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ გუნდის ნაწილი ვიქნებოდი, მაგრამ საკვანძო როლს არ შევასრულებდი.

მე დავთანხმდი, კონტრაქტის ბოლო წელი მქონდა, თუმცა აშშ-ის ტურამდე გუნდის მენეჯერისგან მივიღე მესიჯი: "შენ
არ მოდიხარ". ყველანაირი მიზეზისა და ახსნის გარეშე.

მითხრეს, რომ კაპიტნის სამკლავური ბონუჩისთვის უნდა მიმეცა, რადგან კლუბის მფლობელმა გადაწყვიტა, რომ სამკლავური ახალწვეულს უნდა ჰქონოდა. როცა ამის შესახებ მითხრეს, მე ავუხსენი მათ, რომ ამას არასამართლიანად მივიჩნევ, რომ ეს დიდი შეცდომაა, რადგან გასახდელში ერთგვარი იერარქია არსებობს, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მე მათ ბონავენტურა და რომანიოლი შევთავაზე.

თანამედროვე ფეხბურთში ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. სოლიდარობა, გუნდის მხარდაჭერა - ეს ყველაფერი წარსულის გადმონაშთია", - განაცხადა მონტოლივომ.

34 წლის მონტოლივოს გასულ სეზონში "მილანის" მაისურით ერთხელაც არ უთამაშია. ადრე ის "ფიორენტინასა" და "ატალანტას" ღირსებას იცავდა. "მილანთან" ერთად მან იტალიის 2016 წლის სუპერთასი მოიგო.

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მან 66 მატჩი ჩაატარა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული