რუსული სპორტული გამოცემების მიხედვით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი კლუბი "როსტოვი" შესაძლოა, დაიშალოს.
"როსტოვს", რომელსაც 16 ტურის შემდეგ 30 ქულა აქვს და ლიდერ "ზენიტს" 6 ქულით ჩამორჩება, საკუთარი ფეხბურთელებისათვის ხელფასები 3 თვეა არ გადაუხდია. კლუბს საკმაოდ ბევრი სპონსორი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ პრეზიდენტ არტაშეს არუთუნიანცის კომპანია ეხმარება.
"როსტოვის" გადარჩენა, მედიასაშუალებების ცნობით, როსტოვის მხარის გუბერნატორს შეუძლია, რადგან სპონსორები მის ხედვებს ითვალისწინებენ.
ვარაუდობენ, რომ ვალების დასაფარად ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რუსული კლუბი 6 ფეხბურთელს გაყიდის. მათთან ერთად გუნდს მთავარი
მწვრთნელი, პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი დატოვებენ.