გამოცდილ ურუგვაელ თავდამსხმელ ედინსონ კავანის კარიერის აშშ-ში გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, კალიფორნიული კლუბი კავანის სამსახურით დაინტერესდა.
კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და არაა გამორიცხული, ზამთარში გაყიდონ.
ამ სეზონში მან 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამას წინათ თქვა, რომ ზაფხულში გუნდს გამოიცვლის.
"გალაქსი" ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვა და კავანის მის შემცვლელად მოიაზრებენ.