
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში სირიასთან 1:2 დამარცხების შემდეგ ჩინეთის ნაკრების მწვრთნელი მარჩელო ლიპი გადადგა.
"ვიცი, კარგი ხელფასი მაქვს, ძალიან კარგი. ვიცი, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღო. დღეიდან ჩინეთის ნაკრების თავკაცი აღარ ვარ. მადლობა ყველას", - განაცხადა ლიპიმ პრესკონფერენციაზე.
ლიპი ჩინეთის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნიდა, იანვარში გუნდი დატოვა, მაგრამ მაისში დაბრუნდა.
მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე ჩინეთის ნაკრები მეორე ადგილზეა, საკვალიფიკაციოს მესამე ეტაპზე კი ჯგუფის გამარჯვებულები და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.
მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე ჩინეთის ნაკრები მეორე ადგილზეა, საკვალიფიკაციოს მესამე ეტაპზე კი ჯგუფის გამარჯვებულები და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.