ლეო მესიმ ტიტეს მატჩისას უთხრა მოეკეტა

AutoSharing Option
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებული ამხანაგური მატჩი ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს შორის არამარტო ცუდი მსაჯობით გამოირჩა, რამაც ორივე გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია.

როდესაც ბრაზილიის ნაკრების კარში პენალტი დანიშნეს, მათმა მწვრთნელმა ტიტემ ტექნიკური ზონა დატოვა და მსაჯს მოსთხოვა არგენტინელთა კაპიტან ლეო მესისთვის სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.

"მე მხოლოდ არბიტრის გადაწყვეტილება გავაპროტესტე, მესიმ კი მითხრა მომეკეტა. მეც იგივე ვუპასუხე. ამით ყველაფერი დასრულდა. მეტად არ მინდა ამ ეპიზოდზე ლაპარაკი. თუმცა, უნდა აღვნიშნო, მესი ყოველთვის ცდილობს თავისი ავტორიტეტით მსაჯებზე ზემოქმედების მოხდენას", - განაცხადა ტიტემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მესიმ თქვა, რომ არაა დარწმუნებული თერთმეტმეტრიანის დანიშვნის მართებულობაში, სიმულაციას კი გამორიცხავს, რადგან ინერციით წაიქცა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ხარ ლეო! ასე უნდა მოაკეტინო ნაბიჭ...ვრებს.
3

სიახლეები პოპულარული