სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა არენ მკრტიჩიანმა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გარიგებული მატჩების სქემის გახსნის თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტები რამდენიმე ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა.
2018 წლის მაისიდან 2019 სექტემბრამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი არტურ ვანეციანი ხელმძღვანელობდა. ამ სქემის შესახებ კი მისი უსაფრთხოებიდან წასვლის შემდეგ გახდა ცნობილი.
მისი ფედერაციიდან გადადგომის შესახებ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ განიხილება, მაგრამ მკრტიჩიანი ფიქრობს, რომ ვანეციანი ამ ყველაფერთან ერთად იტალიასთან 1:9-ით წაგების გამოც პასუხისმგებელია.
უსაფრთხოების სამსახურმა ამ დღეების განმავლობაში გარიგებული მატჩების უდიდესი სქემა გამოავლინა, რომელიც ბოლო 1.5 წლის განმავლობაში ცნობილი იყო და არ გამოვლენილა", - თქვა მკრტიჩიანმა.