დე ბრუინი: ეს სირცხვილია, ფეხბურთი სულ უფრო და უფრო ხდება ბიზნესი

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეჯგუფის წევრები ევრო 2020-სთვის უკვე ცნობილია.

ბელგიის ნაკრები შესარჩევ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან ერთად იყო და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ფინალურ ეტაპზე ქვეჯგუფში ისევ რუსეთის ნაკრები ეყოლება. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გარდა, ბელგიას ჯგუფში დანია ეყოლება, კიდევ - ან უელსი, ან ფინეთი.

"ეს სირცხვილია. ყველაფერი უკვე გარკვეულია. ჩემთვის ეს ტურნირის დამახინჯებაა. ფეხბურთი უფრო და უფრო ემსგავსება ბიზნესს", - აღნიშნა "მანჩესტერ სიტის" შემტევმა.

მომზადებულია Het Laatste Nieuws-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ აგვიხსნათ რანაირად არის ცნობილი ბელგიის მეტოქეები ევროპაზე 2020-ზე ვინ იქნება, თორემ ვერაფერს ვერ მივხვდი.
G.LA
18:53 21-11-2019
0
ვერ გევიგე???
grisha
10:26 21-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული