რაც ბელორუსის ნაკრების მწვრთნელად მიხაილ მარხელი დანიშნეს, გუნდმა 4 მატჩიდან 3 წააგო და მხოლოდ 1 დაასრულა ფრედ, ისიც ესტონეთთან, უგოლოდ - ბურთების შეფარდება 1:8.
pressball-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარხელმა გულშემატკივრების მიერ მისი გადაყენების მოთხოვნაზეც ისაუბრა:
"მწვრთნელის გადაყენების მოთხოვნაში მსოფლიოს ჩემპიონები ვართ - ამაში უბრალოდ ბადალი არა გვყავს. აი, კონსტრუქციულ კრიტიკას კი ყოველთვის ნორმალურად აღვიქვამ. არ ვამბობ, რომ არ ვცდები, შეცდომებს ფეხბურთელებიც უშვებენ და მწვრთნელებიც. საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ სიტუაციაზე როგორ ვრეაგირებთ და როგორ გამოვდივართ ვითარებიდან.
ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, როდესაც ვცდებოდით და
საბოლოოდ მდგომარეობას ვასწორებდით. ეს ჭაბუკთა ნაკრებსაც ეხება. პანიკა კი არ არის. აბსოლუტურად. ის, რომ მონტენეგროდან გულდაწყვეტილნი დავბრუნდით - სიტყვები არ მყოფნის".