იოჟეფ საბო: უკრაინის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდზე გაცილებით ძლიერია

AutoSharing Option
ცნობილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ Footboom-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები შეადარა.

- რუსებმა თავდამსხმელი რომან იარემჩუკი შემდეგი ფრაზისათვის გააკრიტიკეს: "ჩვენ რუსეთი არ ვართ - მოუგეს შოტლანდიას და ამბობენ, რომ ევროპას დაიპყრობენ". რომანის ნათქვამმა მათზე ასე რატომ იმოქმედა?
- ფეხბურთელებზე თავდასხმა სისულელეა. თუ იარემჩუკმა ასე თქვა, ეს მისი აზრია. მოდით, კენჭისყრის შემდეგ ვნახოთ, რომელ ჯგუფში მოხვდებიან ეს ნაკრებები.

ვთვლი, რომ ამჟამად ანდრეი შევჩენკოს შეგირდები რუსეთის ნაკრებს აღემატებიან: ტაქტიკური თვალსაზრისით და სათამაშო სტილით. უკრაინას ჩრდილოელ მეზობლებზე გაცილებით მაღალი დონის გუნდი ჰყავს.

მე
შეხედულებას არ შევიცვლი, რადგან ამას ნანახი მატჩების მიხედვით ვამბობ. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი გუნდი ევრო 2020-ზე რუსეთს შეხვდება, გაიმარჯვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული