"მან მიღალატა და ერთგულება არ გამოიჩინა" - ლუის ენრიკესა და რობერტო მორენოს გზები გაიყო

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მის ყოფილ ასისტენტ რობერტო მორენოს შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩებში "ფურია როხას" სწორედ ენრიკე ავარჯიშებდა, რომელმაც შვილის ავადმყოფობის გამო პოსტი დატოვა, მის ადგილას კი მორენო დაინიშნა.

რამდენიმე თვის წინ ენრიკეს ქალიშვილი გარდაეცვალა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაიცო ეტაპის დასრულების შემდეგ კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მას მთავარ მწვრთნელად დაბრუნება შესთავაზა, რაზეც დათანხმდა.

"რობერტო მორენოს შევხვდი და მან მითხრა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელობა სურდა, შემდეგ კი კვლავ ჩემი ასისტენტი გახდებოდა.

ეს ჩემთვის
სიურპრიზი არ ყოფილა, თუმცა მგონია, რომ ამით მან ერთგულება არ გამოიჩინა და მიღალატა. მისი პოზიცია არ გავიზიარე, ესპანეთის ნაკრები ჩავიბარე და ამიერიდან ახალი ასისტენტი მეყოლება", - ამბობს ენრიკე.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული