მესი: საუკეთესო ვარ თუ არა ფეხბურთის ისტორიაში? არ ვიცი...

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ France Football-თან საუბრისას "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსთან ოქროს ბურთების რაოდენობის მხრივ კონკურენციაზე გააკეთა კომენტარი.

"ერთი მხრივ, მე ვაფასებდი იმას, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც 5-ჯერ მოახერხა ოქროს ბურთის მოპოვება. როცა კრიშტიანო გამითანაბრდა, უნდა ვაღიარო, რომ იმედგაცრუებული ვიყავი. მწვერვალზე მარტო აღარ გახლდით. თუმცა ეს ლოგიკური იყო, თუმცა უფრო სასიამოვნოა, როცა შენ ერთადერთი ხარ.

გულწრფელი რომ ვიყო, ძნელია იმის თქმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ვარ თუ არა. სხვადასხვა ეპოქაში შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, მათი თანამედროვე მოთამაშეებთან შედარება რთულია - კრიშტიანუსთან, ჩემთან,
მბაპესთან. ყველას საკუთარი უპირატესობა აქვს.

გულწფელად ვიტყვი, არ ვიცი ვარ თუ არა საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში. მე გამიმართლა და ოქროს ბურთი ერთით მეტჯერ მოვიგე და 6 ჯილდოთი ერთადერთი ვარ. ეს ყველაფერი კი მახარებს."

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან კარგად იცი მესიტო, რომ ხარ საუკეთესო. არ უნდა ამას ბევრი ბაზარი.
koba
10:05 04-12-2019
2
იმან ხო იცის - ისტორიაში საუკეთესუ(!) ვარუ.
Vighac.
04:15 04-12-2019
0

სიახლეები პოპულარული