"იუვენტუსსა" და "მილანს" პსჟ-ს ფეხბურთელის შეძენა სურთ

AutoSharing Option
"იუვენტუსი" და "მილანი" პსჟ-ის არგენტინელი ფეხბურთელი ლეანდრო პარედესით არიან დაინტერესებული, რომელიც პარიზულ კლუბში 1 წლის წინ მივიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული სპრტული საიტი Football.fr ავრცელებს.

პარედესი, რომელიც პსჟ-ში სანკტ პეტერბურგის "ზენიტიდან" გადავიდა, არა მხოლოდ იტალიური გუნდების ყურადღების ქვეშაა. არგენტინელი "სევილიასა" და "ბეტისსაც" სურთ და ესპანელები მის შეძენას ზაფხულში აპირებენ.

პარედესმა წლევანდელ სეზონში პსჟ-ს ფორმით 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი არაფრით გამოუჩენია. კარიერა კი "ბოკა ხუნიორსში" დაიწყო, იტალიაში კი 3 კლუბის მაისურით უთამაშია: "რომას", "კიევოსა" და "ემპოლის".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული