"ბარსელონასა" და კამერუნის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო'ომ თქვა, რომ "ლივერპულის" შემტევ სადიო მანეს შეეძლო მოეგო "ოქროს ბურთი", რომ არა აფრიკელების არასოლიდარული გადაწყვეტილებები.
"სადიოს რომ მოეგო "ოქროს ბურთი", არავინ იტყოდა საწინააღმდეგოს, რადგანაც მან ეს დაიმსახურა საუკეთესო სეზონის გამო. მესიმ იმიტომ მოიგო ეს პრიზი, რომ მთელმა სამხრეთ ამერიკამ მას მისცა ხმა.
ვფიქრობ, ევროპელებმაც მეგობრულად დაუჭირეს მხარი ვან დეიკს, რამეთუ ნიდერლანდელმა გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა. აფრიკელებმა კი ხმა მანეს არ მისცეს.
ეს ძალიან დიდი პრობლემაა, როცა აფრიკელებს პრობლემები ექმნებათ სხვა აფრიკელებთან. ჩვენ
საკუთარ თავს ვუღალატეთ, არადა, ნაცვლად ამისა, უნდა გავერთიანდეთ, თუ გვსურს სამხრეთამერიკელებისა და ევროპელების დომინაციის შეწყვეტა "ოქროს ბურთისათვის" ბრძოლაში", - ციტირებს ეტო'ოს სიტყვებს Goal.com-ი.