პსვ-მ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მარკ ვან ბომელი გაათავისუფლა, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
42 წლის სპეციალისტმა პსვ 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა. პსვ ერედივიზიის მე-17 ტურში "ფეიენოორდთან" 1:3 დამარცხდა და ამ დროისთვის 31 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. პსვ ლიდერებს - "აიაქსს" და "ალკმაარს" 10 ქულით ჩამორჩება.
ევროპა ლიგის ჯგუფში პსვ-მ მესამე ადგილი დაიკავა და 1/16-ფინალში ადგილი ლისაბონის "სპორტინგს" და ლასკ-ს დაუთმო.