გაბრაზებულმა იურგენ კლოპმა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს ენა გამოუყო და დასცინა [PHOTO]

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური თამაშის დროს მექსიკური "მონტერეის" მთავარ მწვრთნელ არგენტინელ ანტონიო მოჰამად მატიევიჩს ენა გამოუყო და დასცინა.

მექსკური გუნდის არგენტინელი თავკაცი ერთ-ერთ ეპიზოდში "ლივერპულის" ფეხბურთელის გაფრთხილებას ითხოვდა და იურგენ კლოპიც ამან აღაშფოთა.

გერმანელმა ჯერ მკაცი და უხეში სახით დაუყვირა რაღაც არგენტინელს, შემდეგ კი მოჰამადი გააჯავრა ენის გამოყოფითა და ყვითელი ბარათის ჩვენების იმიტაციით.

Sportall.Ge

საბოლოოდ, სიტუაცია მშვიდობიანად დასრულა და ამ მოქმედებას საქმე კონფლიქტამდე არ მიუყვანია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
აი რას ნიშნავს ცნობილი გერმანელი, თორემ მე ენა კი არა, ელენთაც რომ დავანახვო, ვერც ვერავინ დაინახავს.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22:41 19-12-2019
2
მაგარი კაცია კლოპი! ეგრევე რო გააჯავრა :დ თან, ნაღდი ტიპია, გულწრფელი!
გენა კრაკადილი
18:51 19-12-2019
2

სიახლეები პოპულარული