"რაიო ვალეკანოსა" და "ალბასეტეს" მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ მასპინძელთა ფანები სტუმართა გუნდის უკრაინელ თავდამსხმელ რომან ზოზულიას "დედამ.....ლ ნაცისტს" უწოდებდნენ. ზოზულიამ სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა და შემდეგი განაცხადა:
"ჩემს ქვეყანაში ომი დაიწყო, მაგრამ იმ დროს არმია არ გვყავდა. გვინდოდა, ჩვენს ჯარისკაცებს დავხმარებოდით. იარაღს არ ვყიდულობდით. ადამიანების გადასარჩენად მედიკამენტებს ვყიდულობდით, აგრეთვე, ტანსაცმელს. მიმაჩნია, რომ შენი არმიის დახმარება და პატრიოტობა დანაშაული არ არის. ომი საშინელებაა და მე ვთვლი რა თავს პატრიოტად, ჯარისკაცებს ვეხმარებოდი. ჩვენი ფონდი კიბოთი დაავადებულებსაც ეხმარება.
"რაიოსთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ოფისში
ხელმძღვანელობას შევხვდი და მათ მითხრეს, რომ არ უნდოდათ მათ გუნდში მეთამაშა, რადგან ფაშისტად მთვლიდნენ. "რაიოს" ზოგიერთმა ფანმა განაცხადა, რომ ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ და მე მტრად მთვლიდნენ.
"რაიოსთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ოფისში
სურათი ავტომატით მოგვიანებით გამოჩნდა და ნაცისტი მიწოდეს. ჯერ ფაშისტს მეძახდნენ, მერე კი ნაცისტსა და რასისტს. ჩემი საუკეთესო მეგობარი ბელა შავკანიანია. ჩემთვის ადამიანის კანის ფერსა და ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის ყველა ადამიანი ერთნაირია. შეგიძლიათ ამაზე ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს "ბეტისსა" და "ალბასეტეში" ჰკითხოთ.
სტეფან ბანდერას შარფს ვიკეთებ, რადგან გარეგნულად ძალიან ვგავარ", - ციტირებს ზოზულიას ua-football-ი.
სტეფან ბანდერას შარფს ვიკეთებ, რადგან გარეგნულად ძალიან ვგავარ", - ციტირებს ზოზულიას ua-football-ი.