საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში "მამლების" დამრიგებელი მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი მენეჯერი ზინედინ ზიდანი გახდება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდება. კონტრაქტი მე 2022 წლამდე მაკავშირებს, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, რადგან ყველაფერი შედეგებაზეა დამოკიდებული", - ამბობს დეშამი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია. ევრო 2020-ზე ფრანგები ჯგუფში პორტუგალიასთან და გერმანიასთან ერთად მოხვდნენ.