ჩვენი მეზობელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა რუსულ სააგენტო TASS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გროზნოს "ახმატთან" დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
"აღარ ვესწრები "ახმატის" საშინაო მატჩებს, რადგან ძალიან მწყდება გული, როცა ჩვენს გულშემატკივრებს ვხედავ. ისინი ისე უჭერენ მხარს გუნდს, თითქოს მე ვაიძულებდე მხარდაჭერას.
ფეხბურთის სახლში ყურების დროსაც კი განვიცდი, სულ ფეხზე ვდგავარ, ვნერვიულობ. სტადიონზე კი ახალგაზრდები უბრალოდ არ უნდა მიდიოდნენ. რა არ გავაკეთე, ავტობუსები გავუგზავნეთ, ყველა პირობა შევუქმენით, მაგრამ ისე არ გულშემატკივრობენ, როგორც საჭიროა."
ამის გარდა, რამზან ახმატის ძემ გროზნოს "ახმატის" ფეხბურთელებზეც გააკეთა კომენტარი.
რიზვანი მე მივიყვანე ძირითად გუნდში და ასეთი პირობა დავაყენე: ან ის ითამაშებდა ძირითადში, ან მე აღარ დავაფინანსებდი კლუბს. მან კი ჩემი გვერდში დგომა და მოლოდინები 100%-ით გაამართლა", - აღნიშნა კადიროვმა.
მკითხველს პატივს რომ არ სცემდით კი ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავსაც აბუჩად იგდებთ.