რამზან კადიროვი არც კი მალავს: მე მივიყვანე ის გუნდში და მწვრთნელს პირობა წავუყენე...

AutoSharing Option
ჩვენი მეზობელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა რუსულ სააგენტო TASS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გროზნოს "ახმატთან" დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

"აღარ ვესწრები "ახმატის" საშინაო მატჩებს, რადგან ძალიან მწყდება გული, როცა ჩვენს გულშემატკივრებს ვხედავ. ისინი ისე უჭერენ მხარს გუნდს, თითქოს მე ვაიძულებდე მხარდაჭერას.

ფეხბურთის სახლში ყურების დროსაც კი განვიცდი, სულ ფეხზე ვდგავარ, ვნერვიულობ. სტადიონზე კი ახალგაზრდები უბრალოდ არ უნდა მიდიოდნენ. რა არ გავაკეთე, ავტობუსები გავუგზავნეთ, ყველა პირობა შევუქმენით, მაგრამ ისე არ გულშემატკივრობენ, როგორც საჭიროა."

ამის გარდა, რამზან ახმატის ძემ გროზნოს "ახმატის" ფეხბურთელებზეც გააკეთა კომენტარი.

"ადლან კაცაევი და ზაურ სადაევი სულ მწვრთნელებს ეჩხუბებოდნენ, მეტი არაფერი. რიზვან უციევი კი ნამდვილი პატრიოტია, მას ჩეჩნეთისთვის უცემს გული.

რიზვანი მე მივიყვანე ძირითად გუნდში და ასეთი პირობა დავაყენე: ან ის ითამაშებდა ძირითადში, ან მე აღარ დავაფინანსებდი კლუბს. მან კი ჩემი გვერდში დგომა და მოლოდინები 100%-ით გაამართლა", - აღნიშნა კადიროვმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესე იცის ვაზელინის ბლომად გადასმამ, პატივს არ გცემს ხალხი ეტყობა და მაგიტომაც არის ეგრე!! გუნდიც მაჩანჩალაა და რა გასაკვირია?
zaza
12:26 24-12-2019
4
ჩეჩნეთის ფედერაციული რესპუბლიკა...... ვაი თქვენს პატრონს!
მკითხველს პატივს რომ არ სცემდით კი ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავსაც აბუჩად იგდებთ.
Saakadze
16:19 24-12-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული