სალაჰის მორიგი აღიარება - მას კადიროვმა ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა გასულ სეზონში დიდ წარმატებებს მიაღწია, ახლა კი თვით ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა დააფასა.

"მოჰამედ სალაჰი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეა! სწორედ ასეა! ამ ღამით მე პირადად მოვაწერე ხელი  ბრძანებულებას დიადი ფეხბურთელისთვის მაღალი წოდების მინიჭების შესახებ.

ეგვიპტის ნაკრებისთვის გამართულ საზეიმო სადილზე მას ბრძანებულების ასლი გადავეცი. მან ეს დაიმსახურა!

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კლუბი "ახმატი" და ეგვიპტის ნაკრები გროზნოში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ", - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში.

რამზანმა მოჰამედს მაისურზე "საპატიო ზნაჩოკი" მიამაგრა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბიჯო, ბიჯო, ბიჯოოო... რამხელა წოდებაა... აბა, აბაა....
სიმართლე
20:44 22-05-2020
0
როგორ გამოიყენეს სალახი..პასუხი უნდა აგოს ეგვიპტის ნაკრების ხელმძღვანელებმა ფა ფიფამ! ეგვიპტის ნაკრებმა დიდი ფული აიღეს ალბათ..მათ ხომ უყვართ ფულები.. სალახი ინგლისში თამაშობს და საერთოდ არ ჭირდებოდა ასეთი პიარი.
anna
12:46 25-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული