უეფამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევის გამო სამი კლუბი და მათ შორის, "ორდაბასი", რომლის მწვრთნელიც კახა ცხადაძეა, დასაჯა.
"ორდაბასის" ორი სეზონით აეკრძალა უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობა. ამასთან, კლუბი სასჯელს გადაურჩება, თუ საკრედიტო დავალიანებას 2020 წლის 31 იანვრამდე დაფარავს. აგრეთვე, ყაზახური კლუბი 100 ათასი ევროთი დაჯარიმდა", - წერს საიტი.
"ორდაბასიმ" დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით არსებული საკრედიტო დავალიანება დაფარა და ევროტურნირებიდან მოკვეთა აღარ ემუქრება.