კოუტინიო, მარსელო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი... - ფეხბურთელები, რომელთა სატრანსფერო ფასი ყველაზე მეტად დაეცა

AutoSharing Option
სპორტულმა საიტმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომელთა სატრანსფერო ფასი 2019 წელს ყველაზე მეტად დაეცა.

აღნიშნულ სიაში პირველ ადგილს "ბარსელონას" "ბაიერნში" განათხოვრებული ბრაზილიელი შემტევი კოუტინიო იკავებს, რომელიც 70 მილიონი ევროთი გაიაფდა.

მეორე ადგილზე კი მადრიდის "რეალის" მცველი მარსელო გავიდა. ხუჭუჭთმიანი ბრაზილიელის სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროთი შემცირდა.

მესამე-მეოთხე-მეხუთე-მეექვსე ადგილებს "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველები - სერხიო ბუსკეტსი, ივან რაკიტიჩი, მარკოს ასენსიო, გარეთ ბეილი იკავებენ. ოთხივე მათგანს საიტი 40 მილიონი ევროთი ნაკლებ თანხად აფასებს.

ტოპ 10-ეული კი ასე გამოიყურება:

1. კოუტინიო
-70 მილ (მიმდინარე ფასი 70 მილ)
2. მარსელო -50  (20)
3. რაკიტიჩი -40 (25)
4. ბუსკეტსი -40 (35)
5. ასენსიო -40 (40)
6. ბეილი -40 (40)
7. კავანი -30 (25)
8. ლემარი -30 (30)
9. უმტიტი -30 (40)
10. ფეკირი -30 (40)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული