"ტოტენჰემის" მენეჯერ ჟოზე მოურინიოს შობა ჩაუმწარდა - მისი საყვარელი ძაღლი, იორკშირული ტერიერი, ლეია მოკვდა.
Amazon Prime-თან ინტერვიუში, კითხვაზე, თუ როგორ გაატარა შობა, პორტუგალიელმა შემდეგი უპასუხა:
"ძალიან დამწუხრებულნი ვიყავით, რადგან ჩემი ძაღლი მოკვდა, ჩემი ძაღლი კი - ჩემი ოჯახია. გაგვიჭირდა, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ".
ჟოზე იმდენად აღელვებული იყო, რომ ატირდა.
ამ ძაღლის შესახებ 2007 წელს გახდა ცნობილი, როდესაც პორტუგალიელი სპეციალისტი ცხოველთა კარანტინის წესების დარღვევის გამო დააკავეს. მაშინ მას ძაღლი ინგლისიდან კარანტინის პროცედურის დარღვევით გაჰყავდა. შემდეგ ძაღლი "დეპორტირებულ" იქნა და მოურინიოს მეუღლემ
პორტუგალიაში წაიყვანა.
Amazon Prime Подробнее на «Чемпионате»: https://www.championat.com/football/news-3933631-mourinju-rasplakalsja-soobschiv-o-konchine-svoej-sobaki.html?utm_source=copypaste
Amazon Prime Подробнее на «Чемпионате»: https://www.championat.com/football/news-3933631-mourinju-rasplakalsja-soobschiv-o-konchine-svoej-sobaki.html?utm_source=copypaste