"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გეგმებზე ისაუბრა.
"დიახ, შესაძლოა, ევრო 2020 ჩემი ბოლო დიდი ტურნირი აღმოჩნდეს ნაკრების მაისურით. მოდით, რეალისტები ვიყოთ, ეს ხომ ნათელია. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები.
მწვრთნელთან ერთად განვიხილავ, როგორ იქნება უკეთესი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ გუნდისთვისაც. მე უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყველანაირად დავეხმარები.
ყველაზე მთავარი ხორვატიის წარმატებული გამოსვლაა, სხვა დანარჩენს მოვაგვარებთ. არ არის მნიშვნელოვანი, მე რა მინდა, მთავარია, რომ გუნდში ყველაფერი კარგად იყოს", - განაცხადა 31 წლის ნახევარმცველმა.
მომზადებულია sportske-ის მიხედვით