ბელარუსში საფეხბურთო წელი შეაჯამეს და საუკეთესოები დააჯილდოვეს. სეფე სიტყვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბაზანოვმა წარმოთქვა და რა თქმა უნდა, ნაკრების თემასაც შეეხო.
"გარდაქმნები ეროვნულ გუნდსაც შეეხო. ახალი სამწვრთნელო შტაბი არამარტივ საკადრო და სატურნირო სირთულეებს შეეჯახა. მთლიანობაში ნაკრები სირთულეებს გაუმკლავდა და შესარჩევი ციკლის მთავარი გამოცდისთვის იმის გათვალისწინებით ემზადება, თუ რის ხარჯზე მიაღწიოს ევრო 2020-ის პლეი-ოფში წარმატებას.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე მარტში ნოკაუტ-რაუნდის მატჩებში წარმატების მიღწევით დიდ საჩუქარს გაგვიკეთებენ".
შეგახსენებთ, მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს.