როგორც ამერიკული საიტის people.com იტყობინება, ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრების ფეხბურთელები ელი კრიგერი და ეშლინ ჰარისი შაბათს, 28 დეკემბერს დაქორწინდნენ.
არნიშნული ცერემონია მაიამიში, ევრპულ ციხე-სიმაგრეში გაიმართა და თუ ფოტოდან ვიმსჯელებთ, წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა.
35 წლის კრიგერი "ორლანდო პრაიდის" ფეხბურთელია და აშშ-ის ნაკრებში 100 შეხვედრაზე მეტი აქვს ჩატარებული. 34 წლის ეშლინ ჰარისი იგივე კლუბის მოთამაშეა და ეროვნულ გუნდში 23 მატჩი ჩაატარა.