"რეალის" ნახევარმცველი ედენ აზარი ბელგიის ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
2019 წელს ედენმა ეროვნულ გუნდში 8 მატჩში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბელგიის ნაკრებმა ევროშესარჩევ ტურნირზე ათივე მატჩი მოიგო და ევრო 2020-ზე გავიდა.
ზაფხულში აზარი "რეალმა" "ჩელსისგან" 100 მილიონ ევროდ შეიძინა.