The Times: ფიფა თამაშგარე მდგომარეობის წესის შეცვლას აპირებს

AutoSharing Option
"ტაიმსის"ცნობით, ფიფა თამაშგარე მდგომარეობის წესის ცვლილებას განიხილავს.

სავარაუდოდ, ახალი წესის მიხედვით, თამაშგარე მხოლოდ მაშინ დაფიქსირდება, როდესაც შემტევსა და დამცველ ფეხბურთელს შორის არსებითი მანძილი იქნება.

ახლა თამაშგარედ ითვლება მომენტი, როდესაც შემტევი სხეულის ნებისმიერ ნაწილით დამცველზე წინ იმყოფება. ამაზე უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა იხუმრა კიდეც, ყველაზე მეტად ის მოთამაშეები ზარალდებიან, რომლებსაც გრძელი ცხვირი აქვთო.

ფიფას დონეზე მხარდაჭერის შემთხვევაში, რეფორმა შემუშავდება და განსახილველად და დასამტკიცებლად ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო კავშირს (IFAB) გადაეცემა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ რამ შესაცვლელია ფეხბურთში ეს თამაშგარეა. ის საერთოდაა გასაუქმებელი და არა სანტიმეტრების გაზომვა ვინ ვისზედ რამდენი სანტიმეტრით წინ იყო, ეს ახალ პრობლემებს შექმნის, ანუ რაც უფრო ნაკლები რამ იქნება მსაჯის გადასაწყვეტი მოედანზე, მით ობიექტურად ჩატარდება შეხვედრა.
ჟორა გაბრიჭიძე
14:54 20-08-2020
0
Indzagi varsac moatyuebda
ტეტე1234
18:47 02-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული