თბილისის "დინამოდან" აბარგებული 27 წლის ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილი კალკუტას "ატლეტიკოში" გადავიდა.
ეს გუნდი ინდოეთის ჩემპიონატის ლიდერია და დღეს სტუმრად "მუმბაი სიტი" 2:0 დაამარცხა, მონხილმა კი შეუცვლელად ითამაშა.
"ატლეტიკო" კალკუტას 120-ათასიან სტადიონზე თამაშობს, მის ღირსებას მონხილის გარდა 4 ესპანელი იცავს და მწვრთნელიც ესპანელია - ანტონიო ლოპესი.