"დნიპრო 1" კიევის "დინამოს" ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის სამსახურით დაინტერესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საიტი "კიევის დინამო შურიკისგან" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, "დნიპრო 1"-ს სეზონის ბოლომდე 19 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანა უნდა, მაგრამ ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის.
კლუბებმა გადაწყვიტეს, რომ წიტაიშვილი პირველ შეკრებას "დინამოში" გაივლის და შემდეგ გააგრძელებენ მოლაპარაკებას. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დასჭირდება გიორგი "დინამოს".
"დინამომ" ახლახან გაუშვა დნიპროულ გუნდში იჯარით სერგეი ბულეცა და ვლადისლავ სუპრიაგა.