"ლივერპულის" თავდამსხმელი სადიო მანე აფრიკის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - იუწყება "ტვიტერით" აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CAF).
ჯილდოსათვის ბრძოლაში მანემ თანაკლუბელ ფორვარდ მოჰამედ სალაჰსა და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ რიად მარეზს აჯობა. შეგახსენებთ, 2017 და 2018 წლებში აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად სალაჰი დაასახელეს.
მანე "ლივერპულის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს, ხოლო სენეგალის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს. ის გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და აფრიკის ერთა თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
აფრიკის კონტინენტის 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი "დორტმუნდისა" და მაროკოს ნაკრების 21 წლის მცველი აშრაფ ჰაკიმი
გახდა.