"რეინჯერსის" თავკაცი სტივენ ჯერარდი შოტლანდიის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად აღიარეს, - იტყობინება Sky Sports-ი.
ინგლისელის მეთაურობით, "რეინჯერსმა" დეკემბერში 5 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. 29 დეკემბერს "რეინჯერსმა" "სელტიკი" 2:1 დაამარცხა.
ჯერარდი "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი 2018 წელს გახდა. ეს მისი პირველი კლუბია სამწვრთნელო კარიერაში. ფეხბურთელობის დროს კი "ლივერპულსა" და "ლოს ანჟელეს გელაქსიში" თამაშობდა.