"ყარაბაღის" მწვრთნელი ერთიანი ლიგის შესახებ: არავის მსახურად ყოფნა არ გვინდა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "ყარაბაღის" მთავარმა მწვრთნელმა ქურბან ქურბანოვმა საკუთარი აზრი გამოთქვა გაერთიანებული ლიგის შესახებ, რომელიც პოტენციურად ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების კლუბების მონაწილეობით უნდა შეიქმნას.

"ეს მხოლოდ საუბრებია, რომლებიც რეალობისაგან შორსაა. არ მინდა, რომ ვინმეს ვემსახურებოდეთ. ამას ჯობს, სპონსორების მთელი ყურადღება აზერბაიჯანულ ფეხბურთზე გამახვილდეს, ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო, როცა აქ ხარისხიანი ლეგიონერები ჩამოდიოდნენ და გუნდების რაოდენობაც უფრო მეტი გახლდათ.

ეს გაერთიანებული ჩემპიონატი მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს. უმჯობესია, საკუთარი თავის იმედი გვქონდეს და ჩვენი დროშის ქვეშ ვთამაშობდეთ. დაე, სხვა კლუბები მიისწრაფვოდნენ ჩვენი დროშის
ქვეშ თამაშისაკენ", - განაცხადა ქურბანოვმა.

მომზადებულია Azerisport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
მრავლის მეტყველი გამოხედვა აქ:)))))
misa
20:58 09-01-2020
0
ცოტა ხნის წინ ჩამოვედი მოსკოვიდან,ჩემი ძმიშვილს უახლოესი მეგობრები ყავს სპარტაკის ფანკლუბის არცთუისე რიგითი წევრები,მომიწია მათთან ურთიერთობა ახალწლებში,ჯერ ხო გაგებაში არ არიან რა ერთიან ლიგაზეა საუბარი და სხვათაშორის წინააღმდეგებიც იყვნენ,მრავალი არგუმენტი მოიყვანეს.ეს ჩვენ ვართ რო ვიღაცა რაღაცას დააბრახუნებს და გულს ვიხეთქავთ.ვის რაში აინტერესებს ერთიანი ლიგა არა დიპლიპიტო...
Jordan Beli
19:54 09-01-2020
1

სიახლეები პოპულარული