აზერბაიჯანული "ყარაბაღის" მთავარმა მწვრთნელმა ქურბან ქურბანოვმა საკუთარი აზრი გამოთქვა გაერთიანებული ლიგის შესახებ, რომელიც პოტენციურად ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების კლუბების მონაწილეობით უნდა შეიქმნას.
"ეს მხოლოდ საუბრებია, რომლებიც რეალობისაგან შორსაა. არ მინდა, რომ ვინმეს ვემსახურებოდეთ. ამას ჯობს, სპონსორების მთელი ყურადღება აზერბაიჯანულ ფეხბურთზე გამახვილდეს, ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო, როცა აქ ხარისხიანი ლეგიონერები ჩამოდიოდნენ და გუნდების რაოდენობაც უფრო მეტი გახლდათ.
ეს გაერთიანებული ჩემპიონატი მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს. უმჯობესია, საკუთარი თავის იმედი გვქონდეს და ჩვენი დროშის ქვეშ ვთამაშობდეთ. დაე, სხვა კლუბები მიისწრაფვოდნენ ჩვენი დროშის
ქვეშ თამაშისაკენ", - განაცხადა ქურბანოვმა.
მომზადებულია Azerisport-ის მიხედვით