მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"იოკოგამას" 52 წლის ფორვარდმა კაძუიოსი მიურამ გადაწყვიტა კარიერა კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს.

იაპონური კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, ვეტერანმა ფეხბურთელმა კლბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2020 წლის ბოლომდე დარჩება.

მიურასთვის მომდევნო სეზონი კარიერაში 35-ე გახდება. ეს მსოფლიო ფეხბურთის აბსოლუტური რეკორდია.

მიურას დებიუტი პროფესინაურ ფეხბურთში 1986 წელს მოხდა, ხოლო "იოკოგამაში" 2005 წლიდან გამოდის.

იაპონელი ფორვარდი მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან პროფესიონალ ფეხბურთეად ითვლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული