ერდოღანმა ყველაფერი წამართვა, აშშ-ში ტაქსისტად ვმუშაობ - თურქეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ჰაკან შუქური გახსოვთ?

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჰაკან შუქური ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და თავს ტაქსაობით ირჩენს. თავის ცხოვრებასთან დაკავშირებით "ინტერის" ყოფილმა ფორვარდმა Welt am Sonntag-სთან ისაუბრა.

"2013 წელს, რაც მმართველი პარტია დავტოვე, პრობლემები მას შემდეგ დაიწყო. ჩემი ცოლის ბუტიკი დაკეტეს, შვილები მუდმივად შიშის ქვეშ იყვნენ და მამაჩემი დააპატიმრეს.

აშშ-ში ჩამოსვლის შემდეგ კაფეტერია გავხსენი, თუმცა დახურვა მომიწია. ჩემთან ერთად ერთმა თურქმა ბიჭმა გადაიღო ფოტო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, ქვეყნის ღალატი დააბრალეს.

მე არაფერი მაქვს დარჩენილი სამყაროში. ერდოღანმა ყველაფერი წამართვა. წაიღო ჩემი
თავისუფლება, უდანაშაულობის დამტკიცების უფლება, გამოხატვის თავისუფლება. მან მუშაობის უფლებაც კი წამართვა.

რას ვეტყოდი მას აშშ-დან? დაუბრუნდი დემოკრატიას, სამართლიანობასა და ადამიანთა უფლებებს. ისეთი პრეზიდენტი იყავი, ვისაც ადამიანთა გასაჭირი და პრობლემები აინტერესებს; ისეთი პრეზიდენტი, როგორიც თურქეთს სჭირდება", - თქვა შუქურმა.

48 წლის ჰაკან შუქური 51 გატანილი გოლით თურქეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. 2016 წელს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი, თითქოს ფეთულა გიულენთან ერთად გადატრიალებას აწყობდა.

ამჟამად შუქური ვაშინგტონში ცხოვრობს, "უბერის" ტაქსიში მუშაობს და წიგნებს ყიდის. კარიერის მანძილზე კი ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორებიცაა "გალათასარაი", "ტორინო", "პარმა", "ინტერი" და "ბლექბერნი".


მკითხველის კომენტარები / 13 /
არადა მართლა კარგი ფეხბურთელი იყო.ბექჰემი აკეთებს გუნდს და ნუთუ რამე ადგილი არ ექნებოდა ამისთვის რო ეტყოდა.თან თითქმის ერთ დროს თამაშობდნენ,თან ბექჰემი კაი ტიპია,იცის ხელის მომართვა ადამიანებისთვის
კახა ქ.
22:17 14-01-2020
0
ki magram fexburts ufasod tamashobdi? ra ukavi amden fuls?
Kemba
12:04 14-01-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული